ისრაელის ქალაქ ლოდაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღეს (ფოტო, ვიდეო)

ისრაელის ქალაქ ლოდაში, სადაც არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება მოხდა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.

შესაბამისი შეტყობინება ქვეყნის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

“პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდაში განვითარებული მოვლენები განიხილა თავდაცვის მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ისრაელის პოლიციის გენერალურ ინსპექტორთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთან, გენერალურ პროკურორსა და სხვა მაღალჩინოსნებთან. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ დათანხმდა ლოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას”, – ნათქვამია ტექსტში.

გარდა ამისა, გადაწყდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადასროლილი სასაზღვრო პოლიციის ბატალიონები იუდეიდან და სამარიიდან ლოდში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლოდას მერმა პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს სთხოვა ქალაქში არმიის ქვედანაყოფების გაგზავნა, ვინაიდან იქ სიტუაცია ხელისუფლების კონტროლიდან გადის.

ტელეკომპანია Al-Mayadeen- ის ცნობით, ქალაქში არაბი თინეიჯერები ისრაელელების მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ, ასევე, იყო მცდელობა ერთ-ერთი სინაგოგის დაწვა.
გარდა ამისა, სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქში ერთი ქალი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები