„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 20:00 საათიდან შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულების არჩევა ხდება სურვილისამებრ.

“12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე – 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20:00 საათიდან.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმა booking.moh.gov.ge-ის ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე – 15 22”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები