ისრაელის ზურგის სამმართველომ ახალი რეკომენდაციები გასცა

Rockets seen fired from the Gaza strip, into Tel Aviv and central Israel on May 11, 2021. Photo by Tomer Neuberg/Flash90 *** Local Caption *** ??? ?? ?????? ?????? ???? ???? ??? ????? ??? ????? ???? ???????? ??? ????

ისრაელის ზურგის სამმართველომ ახალი ინსტრუქცია გამოაქვეყნა, რომელიც 12 მაისის 18:00 საათამდე იმოქმედებს ბეერ-შევიდან გერცლიმდე.

მითითებულ ტერიტორიაზე უქმდება სწავლა სასწავლო დაწესებულებებში. მათ შორის წრეებსა და სპორტულ სექციებში. ღია სივრცეში ნებადართულია არაუმეტეს 10 ადამიანის შეკრებისა, დახურულ სივრცეებში ყოფნის უფლება ექნება 100-მდე ადამიანს.

ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოს და დაწესებულების მუშაობა, რომელთა თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფარში მოხვდნენ სამმართველოს მიერ დადგენილ დროში. ზურგის სამმართველო მოსახლეობასაც მიმართავს, არ გამოვიდნენ სახლებიდან, თუკი ამის აუცილებლობა არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები