თამარ გაბუნია: უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.

„კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 500-დან 2 000-მდე მერყეობს. გარკვეულწილად, კარგია ის, რომ არ არის მაჩვენებლის ნახტომისებური მატება. საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები