ჯანმო: მსოფლიოს 10 ქვეყანას ვაქცინის არცერთი დოზა ამ დრომდე არ მიუღია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს 10 ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი დოზა ამ დრომდე არ მიუღია.

აღინიშნება, რომ ამ ქვეყნების უმეტესობა აფრიკაშია, რომელზეც მოდის ვაქცინების მხოლოდ 1%, რომელიც მსოფლიოში შეჰყავთ.

ათიდან ბოლო ხუთეულია: ჩადი, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, ერითრეა და ტანზანია.

ზოგიერთ ქვეყანაში აცხადებენ, რომ მათ ვაქცინების შესანარჩუნებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები