აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო

აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 21 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 238 პაციენტი ემსხვერპლა.

შესაბამის სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.

შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი დღიური ინფიცირების მაჩვენებელი წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც 300 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, იანვარში ქვეყანაში მაქსიმალური დღიური გარდაცვალების სტატისტიკა იყო 4,3 ათასზე მეტი.

ჯამურად, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 32,7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 581 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები