მიხეილ სააკაშვილი: მივესალმები ნიკა მელიას გათავისუფლებას, აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით

“მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ის აღფრთოვანებულია მელიას შეუვალობით.

“მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობითა და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი”, – წერს სააკაშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები