რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი, სამართლიანი იყო და მას არ აღიქვამს, როგორც პოლიტპატიმარს
“ევროკავშირმა გირაოს გადახდით, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სამართლიანი იყო და მას არ აღიქვამს, როგორც პოლიტპატიმარს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები ევროკავშირის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას განაგრძობენ.
„ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს. ევროკავშირმა გირაოს გადახდით, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი, სამართლიანი იყო და მას არ აღიქვამს, როგორც პოლიტპატიმარს. საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველია, რომ, მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები განაგრძობენ ევროკავშირის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.