ინდოელი ექიმები შესაძლებლობების ზღვარზე არიან – ისინი საერთოეროვნული “ლოქდაუნის” გამოცხადებას ითხოვენ

კორონავირუსული ინფექციის სწრაფი გავრცელების ფონზე, ინდოელი ექიმები საერთოეროვნული “ლოქდაუნის” გამოცხადებას ითხოვენ.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გასული დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 366 161 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას კიდევ 3754 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ 22,66 მილიონი კოვიდინფიცირებული და 246 116 ლეტალური შემთხვევაა.

ამასთანავე, ინდოეთისთვის დახმარების გაწევა გრძელდება.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩინეთის “წითელი ჯვრის საზოგადოება” ინდოეთის “წითელ ჯვარს” 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს.

ამის შესახებ გაზეთი Global Times-ი ინდოეთში ჩინეთის ელჩზე, სუნ ვეიდუნზე დაყრდნობით წერს.

მანამდე, ჩინეთმა ინდოეთს ჰუმანიტარული დახმარებაც გაუგზავნა, რომელშიც შევიდა ჟანგბადის 100 კონცენტრატი, ხელოვნური სუნთქვის 40 აპარატი და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო საშუალება. ჩინეთი ასევე გეგმავს, ინდოეთს პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი, საკუთარი წარმოების სამედიცინო პროდუქცია გაუგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები