ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღნიშნეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს პაპაუნა მუშკუდიანთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ამის შესახებ “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანს მერიამ პირად ანგარიშზე ფულადი დახმარება ჩაურიცხა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.