CNN: Colonial Pipeline-ზე კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა, რუსი ჰაკერები იდგნენ

აშშ-ის უმსხვილეს მილსადენ კომპანია Colonial Pipeline-ზე კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა, რუსი ჰაკერები იყვნენ.

ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ თავდასხმის უკან შეიძლება, იყოს ჰაკერთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს DarkSide-ს უწოდებს. CNN- ის წყაროს ცნობით, ჯგუფი “რუსეთიდან მოდის”. ამავე დროს, ტელეკომპანიის წყაროების ინფორმაციით, მასში შემავალი ჰაკერები არ ახორციელებენ თავდასხმებს რუსულენოვან ქვეყნებში.

სააგენტო Bloomberg-ი წერს, რომ DarkSide, რომელიც გასული წლის ზაფხულში დაარსდა, შეიძლება, კავშირში იყოს როგორც რუსეთთან, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან.

თავის მხრივ, ტელეკომპანია NBC ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა განხორციელდა “დანაშაულებრივი სქემის” ფარგლებში და შეიძლება, არ იყოს ხელისუფლებების მიერ ინიცირებული.

CNN-ის ინფორმაციით, კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად შეჩერდა მილსადენის მუშაობა და რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობის 45%-ს ამარაგებდა, ხელისუფლებამ შექმნა სპეციალისტთა უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს საწვავის მომარაგების შეფერხებების აღმოფხვრას.

“ბლუმბერგი”აცხადებს, რომ მილსადენზე თავდასხმამ შეიძლება, გამოიწვიოს შეერთებული შტატების საწვავის მომარაგების შეფერხება, აგრეთვე, ბენზინის ფასების ზრდა, 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონემდე.

Colonial Pipeline-ში განაცხადეს, რომ მათ სისტემებზე თავდასხმა 7 მაისს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები