აშშ-ში საწვავის კომპანიაზე კიბერთავდასხმის შემდეგ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

აშშ-ის ტრანსპორტირების დეპარტამენტმა უმსხვილეს მილსადენზე, კომპანია Colonial Pipeline-ზე კიბერთავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

”საავარიო ვითარება მილსადენის სისტემის მოულოდნელი გათიშვის შედეგად შეიქმნა ქსელში არსებული პრობლემების გამო, რაც გავლენას ახდენს დაზარალებულ შტატებში ბენზინის, დიზელის საწვავის, რეაქტიული საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე”, – თქვა სააგენტომ.

საუბარია ქვეყნის სამხრეთისა და აღმოსავლეთის შტატებზე: ნიუ იორკზე, ვირჯინიაზე, ფლორიდაზე, არკანზასზე, ტეხასზე, მისისიპისა და სხვა შტატებზე.

უწყებაში ხაზის გაუსვეს, რომ აუცილებელია ბენზინისა და სხვა სახის საწვავის დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება.

Colonial Pipeline-ში 7 მაისს განაცხადეს, რომ მათ სისტემაზე კიბერთავდასმხა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ხაზი დაიხურა საფრთხის შესაკავებლად, რომელმაც დროებით შეაჩერა მილსადენის ყველა ოპერაცია და შეეხო ზოგიერთ ინფორმაციულ სისტემას.

ანალიტიკოსების აზრით, აღდგენას შეიძლება, რამდენიმე დღე დასჭირდეს. ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე მცირე ხაზმა დაიწყო მუშაობა ტერმინალებსა და მიწოდების პუნქტებს შორის, მაგრამ ძირითადი მილსადენები კვლავ გათიშულია.

მედიის ცნობით, Colonial Pipeline-ის მილსადენზე თავდასხმა განხორციელდა პროგრამა-გამომძალველის მეშვეობით, რომელიც შიფრავს ფაილებს, შემდეგ კი მსხვერპლისგან მოითხოვს გარკვეულ თანხას წვდომის აღსადგენად.

ბლუმბერგის ინფორმაციით, თავდასხმის მიღმა დგანან DarkSide-ის ჯგუფის ჰაკერები, რომლებმაც მოახერხეს კომპანიისგან 100 გიგაბაიტიანი მონაცემების მოპარვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები