დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა დღევანდელ დღეს ყველა იმ ადამიანს ულოცავს, ვინც წვლილი შეიტანა ყველაზე დიდი ბოროტების – ფაშიზმის დამარცხებაში და ქედს იხრის მათი მამაცობისა და თავდადების წინაშე.

დმანისის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 2 ვეტერანია. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით თითოეულ მათგანს მცირედი სასურსათე ამანათები გადაეცათ და პირად ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით დაერიცხათ.

დმანისის მერმა ამავე დღეს, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გონარეთში ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები