კახეთში, დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
კახეთში, თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი დღეს, რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინეს.
ნიკოლოზ რაზიკაშვილი 3 მაისს საღამოს გაუჩინარდა, ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.