მერაბ ლომინაძე “ნამახვანჰესზე”: კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გადაწყვეტილი მთავრობის მიერ. სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში“, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწიელეებს წინასწარ არც კი უკითხავთ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24- საათიან რეჟიმში არიან ადგილზე, იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ზედამხედველობის და გარემოს დაცვის ინსპექციის წარომადგენლებთან, მუდმივ რეჟიმში და ამ შემთხვევაში, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები