“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები ცაგერში მოსახლეობას ხვდებიან

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს და სამოქმედო გეგმას აცნობს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამართავენ შეხვედრებს და მოსახლეობას მოუწოდებენ, თბილისში, 23 მაისს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღესვე გამართავენ შეხვედრას ამბროლაურში, სადაც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან მოსახლეობას შეხვდებიან.

„პირველი შეხვედრა გვქონდა წყალტუბოში, ახლა ცაგერში, ასევე დღეს გადავდივართ რაჭაში. გვინდა, გავიდეთ გუმათის ფარგლებს გარეთ და შევხვდეთ ადამიანებს, დეტალურად მოვუყვეთ ჩვენი გეგმების შესახებ. მაქსიმალურად შევეცდებით, მოვიცვათ სხვადასხვა ქალაქი. ჩვენი პროტესტი უკავშირდება ნამახვანჰესს, იქ არსებულ პრობლემებს“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები