სერგო ჩიხლაძე: შემდეგ კვირაში ჩვენს კანონპროექტს დავარეგისტრირებთ

შემდეგ კვირაში ჩვენს კანონპროექტს დავარეგისტრირებთ და მოლოდინი გვაქვს, რომ სამართლიანი კანონი მხარდაჭერას მოიპოვებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ფაქტობრივად, პრეზიდენტმა თქვა, რომ ის იზიარებდა ჩვენს არგუმენტებს, მაგრამ ვერ გაბედა ვეტოს დადება მას შემდეგ, რაც მთელი დღე მას ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს სალომე ზურაბიშვილმა მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები