ლევან თევზაიამ ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ორესტი ბერულავას სახლში ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთიდან ა/რ დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. 

“ლევან თევზაიამ 95 წლის ორესტი ბერულავას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

მინისტრმა ვეტერანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დევნილ, ყველა ვეტერანს გადაეცემა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები