გოგი მეშველიანმა, ბოლნისში,  მეუღლესთან ერთად  უკრაინელ დეპუტატებს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისში  მეუღლესთან  ერთად   უკრაინელ კოლეგებს უმასპინძლა. ინფორმაციას მაჟორიტარის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლნისს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ივანა კლიმპუშ-ცინცაძე და  ამავე კომიტეტის წევრი, მარია იონოვა  მეუღლეებთან ერთად სტუმრობდა.

სტუმრებმა და მასპინძლებმა , მეგობრული ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში  კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ისაუბრეს  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა , რომელიც  უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

მახარებს, ის ფაქტი, რომ ჩვენი მეგობრები მოხიბლული დარჩნენ  ნანახით,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები