ევროკავშირის მხარდაჭერით, წალკაში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) პროექტის, „ეს წალკაა“, ფარგლებში მესამე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროექტის მიზანი წალკის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური დივერსიფიკაციის მხარდაჭერაა.

„კონკურსი ადგილობრივი თემების კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას იმ პროექტების განხორციელებით გააუმჯობესებს, რომლებიც წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) პრიორიტეტებს შეესაბამება“, – აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დაფინანსდება როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებების ინიციატივები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ სუბიექტებს: საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს; სასოფლო კოოპერატივებს; არაკომერციულ იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასოციაციებს და სხვა); წალკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 მაისი.

პროექტი, „ეს წალკაა“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები