ხაშურში მაგისტრალის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია – გაფიცული მუშები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ

ხარაგაულში ხევი-უბისას მონაკვეთზე მაგისტრალის მშენებლობა მეორე დღეა, შეჩერებულია. მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საქმიანობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ სამი მოთხოვნა აქვთ: ხელფასის 30%-ით გაზრდა, შრომის პირობების გაუმჯობესება და ზეგანაკვეთური საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება.

“ჩვენი მოთხოვნა არის, 30%-ით გაგვიზარდონ თანხამ. ორი წელია, გვირაბში ვმუშაობ, ამ ორი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ მაინც ჩავდივარ ბორდში, რომ ხელფასი მომიმატეთ, აი, ხვალ, აი, ზეგ, ისევ 28 ლარზე ვარ, რატომ უნდა ვიყოთ 28 ლარზე. სანამ ხელფასს არ მოგვიმატებენ, მუშაობას არ გავაგრძელებთ”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული, გიორგი ლურსმანაშვილი.

დღეს აქციის მონაწილეებმა მშენებელი, ჩინური კომპანია “ჰუ ნა ნი”- ს ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ხელფასის გაზრდა ჯერ ვერ მოხდება და ისინი მუშებს ბიუჯეტის გადასახედად 1-კვირიან ვადას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები