რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ონში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყველა ლოკაციაზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს – ეწყობა დამცავი კედლები, ნაპირდაცვითი ნაგებობები, დეზები და ტარდება სხვა ტიპის სამუშაოები.

შესაბამისი განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, წლის ბოლოსთვის დაგეგმილია გზის საფარის დაგება და ნაპირდაცვითი სამუშაოს დასრულება.

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, სრულად აღდგება სტიქიის მიერ დაზიანებული გზები.

სამუშაო ქალაქ ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს და,  ჯამურად, 16 უბანზე აღდგება დაზიანებული გზები. ამ ეტაპზე, აქტიური პროცესი რვა უბანზე გრძელდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაო.

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფარსტრუქტურის აღდგენის სამუშაო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35.5 მილიონი ლარით ფინანსდება.

სტიქიამ 2020 წლის ივლისში ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელსვე ჩატარდა, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოებით სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები