“ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე „ჯორჯიან მანგანეზი„ და მერია ერთობლივ პასუხისმგებლობას იღებენ” (ფოტო)

ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე შპს „ჯორჯიან მანგანეზი„ და მერია ერთობლივ პასუხისმგებლობას იღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“შეთანხმება ითვალისწინებს მასშტაბური სამუშაოების დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ახალი ობიექტების მშენებლობას, ტურისტების მოზიდვასა და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას.

მემორანდუმის მიხედვით, მოწესრიგდება: ინფრასტრუქტურა, დაიგება გზის საფარი, დაიწყება დაზიანებული ტერიტორიების რეკულტივაცია, ამასთან, კომპანია შეამცირებს ახალი გამამდიდრებელი ქარხნის საწარმოო პროცესში წარმოქმნილ ხმაურს, კომპენსაციის საკითხების მოგვარებისას კი აქტიურად გამოიყნებს ე.წ. ჩანაცვლების მოდელს. გარემოზე ზრუნვა შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

მემორანდუმში წერია, რომ მდ. ყვირილას „ გასუფთავება 2021 წლის 1-ელ ივლისს დაიწყება და 2022  წლის 1-ელ ივლისამდე დასრულდება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დასუფთავების საკითხს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას , GM _ პირველ პარტნიორს აგრო პროექტებში წარმოადგენს კომპანია „იმერეთი აგრო„. შეთანხმებაში ცალკე პუნქტი ეთმობა ტურზიმის განვითარებას.

ცნობილია, რომ „ წერეთლის მაღარო„ და „ ძუძუნას მღვიმე” ტურისტულ ობიექტებად გადაკეთდება, პარალელურად, მხარეები იზრუნებენ, რომ ჭიათურაში ახალი ობიექტები შექიმნას, რაც ხელს შეუწობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც, კომპანიის გადაწყვეტილებით, სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილ შენობაში განთავსდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ: შპს „ჯორჯიან მანგანეზის„ სპეციალური მმართველი – ნიკოლოზ ჩიქოვანი, „შუქრუთი +”-ის  დირექტორი – ნოდარ მიქაბერიძე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი – პაატა კვიჟინაძე და ჭიათურის მერი – გივი მოდებაძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები