რატი იონათამიშვილი: ვაქცინაცია თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვაქცინაცია თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
როგორც მან ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ აღნიშნა, პანდემიის დამარცხების ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინის გაკეთებაა.
„ვაქცინაცია არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ერთმანეთის წინაშე. მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვაქცინაციის პროცესი იყოს შეუქცევადი. ამიტომ, ჩვენი საერთო სოლიდარობა უნდა იყოს ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ პანდემიის დამარცხებაში. ამის ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინის გაკეთება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დეპუტატები საჯაროდ აიცრნენ.