ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

მისივე თქმით, ვაქცინასთან მიმართებით საზოგადოების მზაობა იზრდება, რაც სასიამოვნო ფაქტია.

“საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. გუშინ რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 3600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო თავისი კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც ძალიან სასიხარულოა. ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები