ნურ-სულთანი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ნურ-სულთანიდან გვიან ღამით ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ყაზახეთის დედაქალაქიდან იმერეთში PCR ნეგატიური ტესტის მქონე 164 საერთაშორისო ვიზოტორი ჩამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI – ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისზე კი პირველ რეგისტრირებულ მგზავრს ავიაკომპანიამ საჩუქრად FlyArystan-ის მიერ ნებისმიერ ოპერირებად მიმართულებაზე ღია ავიაბილეთი გადასცა.

“FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. ხოლო, გუშინ საინაუგურაციო ფრენები აქტაუდან და ნურ-სულთანიდან განხოციელდა. თითოეულ მიმართულებაზე რეგულარული პირდაპირი რეისები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.
შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები