თამარ გაბუნია: საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად

“საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა მომდევნო კვირის განმავლობაშიც, ალბათ, 1000-დან 1500-მდე იქნება.

„გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ გადააჭარბა 2 ათასს. თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს გარკვეულწილად უკავშირდება ტესტირების დაბალ რაოდენობას სააღდგომო დღესასწაული პერიოდში. მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც, მაღალი ალბათობით, აჭარბებს 1000-ს. 1000-დან 1500-მდე იქნება ალბათ მომდევნო კვირის განმავლობაში. განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები