„პრეზიდენტი” – ონლაინ კინოჩვენება

8 მაისს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება მოხსენ მაჰმალბაფის ფილმი – „პრეზიდენტი”.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2014 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მას შემდეგ „პრეზიდენტი” აჩვენეს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ბუსანის, ჩიკაგოს, ლონდონის, ვარშავის, ტოკიოსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ფილმში მთავარ როლს ასრულებს მიშა გომიაშვილი.
„პრეზიდენტი” საქართველოს, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის კოპროდუქციაა.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები