საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციები, ბაქოს ჰეიდარ ალიევის ცენტრის შემდეგ, კვლავ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციები, ბაქოს ჰეიდარ ალიევის ცენტრის შემდეგ, კვლავ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაბრუნდა, – ამის შესახებ ეროვნული მუზეუმი ავრცელებს ინფორმაციას.
ჰეიდარ ალიევის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არქიტექტორ ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობადაა აღიარებული, ორ სართულზე წარმოდგენილი იყო ეროვნული მუზეუმის გამოფენა – „გადარჩენილი შედევრები – აზერბაიჯანული და აღმოსავლური კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან”.
პანდემიისა და ხანგრძლივი ლოქდაუნის მიუხედავად, ჰეიდარ ალიევის ცენტრში, 2019 წლის 27 მაისიდან 2021 წლის აპრილ ის შუა რიცხვებამდე, ათასობით დამთვალიერებელმა იხილა ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული გვიანირანული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ყაჯართა დინასტიის მმართველობის ეპოქაში (1785-1925) შეიქმნა, ერევნის სარდრის სასახლის კომპლექსის არტეფაქტები (XIX ს.) და ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) უნიკალური ფოტოარქივი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები