ოთარ კერესელიძე: ვფიქრობ, ვაქცინაცია ყველასთვის აუცილებელია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთეს.
მისი თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
“საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ვიმყოფებოდით ვაქცინაციაზე, ჩავიტარეთ აცრა. ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია, მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა”, – განაცხადა კერესელიძემ.