ვახტანგ გომელაური ხვალ აიცრება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

“5 მაისს, 10:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები