“რომ მოინდომოთ, ვერ დარეგისტრირდებით” – რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის ადგილები შევსებულია
“აცრისთვის ყველა ფანჯარა უკვე შევსებულია. ასე რომ, რომ მოინდომოთ ჩვენთან “სინოფარმზე” დარეგისტრირება, ვერ დარეგისტრირდებით”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამივე ვაქცინით მიმდინარეობს.
“ჩვენს კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი სამივე ვაქცინით მიმდინარეობს, რაც საქართველოშია, ესენია – “ასტრაზენეკა”, “ფაიზერი” და დღეიდან უკვე “სინოფარმი”. ვაქცინაციისთვის გამოყოფილია 16 ოთახი. დღეს “სინოფარმის” ვაქცინით პირველი ამირან გამყრელიძე აიცრა. აცრისათვის ყველა ფანჯარა უკვე შევსებულია. ასე რომ, რომ მოინდომოთ ჩვენთან “სინოფარმზე” დარეგისტრირება, ვერ დარეგისტრირდებით”, – აცხადებს გოფოძე.