ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა, ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.
მიუხედავად ამისა, გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს.
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის გაუარესებული, ვიდრე იყო მარტ-აპრილში. თუმცა, ჯანდაცვის სისტემის მხრიდან ეპიდსიტუაცია საკმაოდ კარგად იმართება. ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია ჯანდაცვის სექტორისთვის და ის დიდი ზეწოლას არ წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისია ექიმები, ჟანგბადი, წამლები. არ გვინდა, რომ 2 000-3 000-4 000 შემთხვევა გვქონდეს, აქამდე არ უნდა მივიდეთ. დიდი ალბათობითა და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით, აქამდე არ უნდა მივიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.