ამირან გამყრელიძე ხვალ „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „იმედინიუსს“ განუცხადა.

ის ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 09:30 საათზე აიცრება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში პირველი იქნება, ვინც ჩინური წარმოების ვაქცინას გაიკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები