სოფელ უჯარმის მიმდებარედ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გომბორის საავტომობილო გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ უჯარმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ორი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი მოზარდია.