უწმინდესის სააღდგომო საჩუქრები მსჯავრდებულებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს სააღდგომო ნობათი – ტკბილეული, სააღდგომო პასკა, კვერცხი, სხვა საკვები, სანთლები და საჩუქრები გადაეცათ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ ქალების N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, არასრულწლოვანთა N11 და N8, ასევე ქუთაისის N2 დაწესებულებებში განთავსებულ არასრულწლოვნებსა და ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, აგრეთვე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს გლდანის N8 დაწესებულებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები