1038 გარდაცვლილი დღეღამეში – ჰოპკინსის უნივერსიტეტი შეერთებული შტატების მონაცემებს აქვეყნებს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისს, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 56 381-ით გაიზარდა, 1038 ადამიანი კი გარდაიცვალა.

არანაკლებ მძიმე გუშინდელი დღე იყო, როდესაც შეერთებულ შტატებში COVID-19-ით ინფიცირების 58 ათასზე მეტი და 854 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

წყაროს ცნობით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვლინდა, როდესაც მხოლოდ ერთ დღეღამეში 300 ათასი მოქალაქე აღრიცხეს, 4,3 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები