კასპში, ქმრის მკვლელობის დაფარვის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეუფარდეს 

კასპში, ქმრის მკვლელობის დაფარვის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეუფარდეს. 30 წლის ქალი, რომელსაც ბრალდების მხარე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, მეუღლის მკვლელობის დაფარვას ედავება, გორის  სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მისი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა კასპში 14 მარტს მოხდა, ნ.ღ – ს განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლის ზ.კ არის დაკავებული, ხოლო დანაშაულის დაფარვის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლე გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები