თბილისის მერიამ სასაფლაოების მომსახურეობიდან 20 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

   თბილისის მერიამ 8 წლის განმავლობაში სასაფლაოების სარიტუალო მომსახურეობიდან 20 798 656 ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, თბილისის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „ჰერმესი“ ექსკლუზიურად ახორცილებს ქალაქში არსებული სასაფლაოების მართვას და ამასთან მოქალაქეებს სთავაზობს სარიტუალო მომსახურებას.
IDFI შეეცადა გამოერკვია რამდენი იყო 2005-2013 წლებში შპს “ჰერმესის” საქმიანობიდან (სარიტუალო მომსახურების გაწევიდან და სასაფლაოებისთვის გამოყოფილი მიწების გაყიდვიდან) მიღებული შემოსავლები და აღნიშნული შემოსავლებიდან რამდენი მიემართა ქალაქ თბილისის ბიუჯეტში.
როგორც შპს “ჰერმესის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, ორგანიზაცია სასაფლაოებისთვის მიწის გაყიდვის სერვისს არ ახორციელებს, ხოლო სარიტუალო მომსახურების გაწევით მიღებული მათი შემოსავლები 2005- 2013 წლებში შეადგენს 20 798 656 ლარს.
IDFI – ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან თბილისის მერიამ დივიდენდის სახით 2 341 367 ლარი მიიღო.

hermesi

Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები