რატი იონათამიშვილი: ჩვენ ვიცავთ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის პრინციპებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის პრინციპებს იცავს.

მისივე თქმით, ინტერპრეტაციები უპასუხისმგებლობაა ან არაკომპეტენტურობა.

“მთავარ თემებსა და პრინციპებზე  ხელი უკვე მოწერილია. ჩვენ ვიცავთ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის პრინციპებს. ამის ფონზე კი ინტერპრეტაციები, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობის ან არაკომპეტენტურობის ან იმ სიჯიუტის გამოვლენაა, რომ არ უნდათ, ერთობლივი ინიცირებით მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები