ბექა ლილუაშვილი: არ დავუჭირე მხარი კახა კუჭავას კანდიდატურას, რადგან ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში
“ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსიტუტში, როდესაც მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით დასახელებული მიზეზები მისთვის გაუგებარია.
„არ დავუჭირე მხარი კანდიდატურას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მმართველი გუნდის მხრიდან აქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომელიც აკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. პირველ ყოვლისა, მოიაზრებს ძლიერ სახელმწიფი ინსიტუტებს და მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსიტუტში, როდესაც მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავისი პარტიის წევრებსაც ბოლო წუთამდე არ უმხელს ამ ინფორმაცის. აქ პერსონალურ შედარებებზე არ უნდა დავიდეთ, აქ საუბარია საქმის გაკეთებაზე. ჩემთვის გაუგებარია, თქვენთვის ამომწურავი იყო ის მიზეზები, რაც დასახელდა? მე საერთოდ არ ველოდებოდი თავმჯდომარის ცვილებას“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა გუშინ აირჩიეს.