ზუგდიდში, კაცმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა

ზუგდიდში, კაცმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია, თუმცა, ის ბინაზე, უკვე, გაწერეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები