ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, მიშელის დოკუმენტის ინტერპრეტირებით კვლავ გააგრძელოს ხელოვნური კრიზისი
“ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, მიშელის დოკუმენტის ინტერპრეტირებით კვლავ გააგრძელოს ხელოვნური კრიზისი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანმა აშშ-ს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე, ევროკავშირსა და შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა.
„ოპოზიციის ნაწილი იყო დღეს საპარლამენტო დარბაზში, მაგრამ რჩება რადიკალური ფრთა, რომელიც ცდილობს, მიშელის დოკუმენტის ინტერპრეტირებით კვლავ გააგრძელეს ხელოვნური კრიზისი. რეალურად, ჩვენ დავკარგეთ დრო, რომ ერთად გვემუშავა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობასა და ქვეყანას აწუხებს. ეს არის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარება და ის გეოსტრატეგიული ცვლილებები, რომელსაც ჩვენს რეგიონში ჰქონდა ადგილი. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე, ევროკავშირსა და უშუალოდ ბატონ შარლ მიშელს. მათ მართლაც მოინდომეს და შექმნეს ისეთი შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონოდათ ხელოვნური კრიზისის გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.