მსოფლიოში ერთ დღეში კორონავირუსით 12 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, 26 აპრილის მდგომარეობით, 146 841 882 შეადგინა, ერთ დღეში მაჩვენებელი 794 573 ათასით გაიზარდა.

შესაბამის სტატისტიკას ჯანდაცვის მსოფლიო ორგაზანიცია აქვეყნებს.

ასევე, ლეტალური შემთხვევების რიცხვი სულ 3 104 743-ს შეადგენს, ბოლო ერთ დღეში კი ვირუსს პლანეტაზე 12 470 პაციენტი შეეწირა.

აღინიშნება, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების 46% მოდის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე – 366 552; მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა – 201 644; მესამეზე ევროპა – 134 957.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები