„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში დღეიდან იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.

„ჩვენ ვიწყებთ საქართველოში მესამე ვაქცინის რეგისტრაციის პროცესს. 4 მაისიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა ძალიან ჩამორჩება საპროგნოზო მაჩვენებელს და ჩვენ გვინდა, უფრო მეტი არჩევანი ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას. ამ მხრივ, ჩინური ვაქცინა ერთ-ერთი გამორჩეულია, ვინაიდან მისი ეფექტურობის, უსაფრთხოების მაჩვენებელი, გვერდითი მოვლენების სიხშირე ზუსტად შეესაბამება იმ მოლოდინებსა და რეკომენდაციებს, რაც არსებობს ხარისხიან ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 4 მაისის შემდეგ ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და მივუახლოვდებით იმ რიცხვს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები