ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა მარჯვენა ფეხის არეში, ხოლო თავის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

დაზარალებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები