ეკატერინე ტიკარაძე: მაქსიმალურად შევეცადოთ და შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება, ვინაიდან ეს ლეტალობის მაჩვენებელზე პირდაპირ აისახება

“მაქსიმალურად შევეცადოთ და შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება, ვინაიდან ეს ლეტალობის მაჩვენებელზე პირდაპირ აისახება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ მოწოდებების დაცვა, რასაც ჯანდაცვის სპეციალისტები აჟღერებენ, მნიშვნელოვანია.

„გარდაცვალების შემთხვევების ზრდა პირდაპირპროპორციულია ინფიცირებულების რაოდენობის. მსოფლიო მაჩვენებლით ეს პროპორცია 100 ინფიცირებულზე 1-დან 2-მდე გარდაცვლილია. საქართველოს კოეფიციენტია 1,3-ია და, აქედან გამომდინარე, რისკი, რომ ყოველ 100 ინფიცირებულზე ჩვენ შესაბამისი გარდაცვალების კოეფიციენტი გვქონდეს, რა თქმა უნდა, მუდმივად დგას. სწორედ აქედან გამომდინარე, გამძაფრებულია ის მოწოდებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევეცადოთ და შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება, ვინაიდან ეს პირდაპირ აისახება ლეტალობის მაჩვენებელზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები