რატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენთვის თანამდებობები არის მხოლოდ საშუალება, მიზანი კი არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობა

“დარწმუნებული ვარ, კახა კუჭავა პარლამენტის სპიკერის თანამდებობას წარმატებით გაართმევს თავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

“საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენთვის თანამდებობები არის მხოლოდ საშუალება, მიზანი არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობა. ვფიქრობ, ამ დროის მონაკვეთში ბატონი არჩილი, როგორც სპიკერი, იყო წარმატებული.

რაც შეეხება კახა კუჭავას, ისიც გამოირჩევა პიროვნული და პროფესიული თვისებებით, ის არის პროგრესული პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით და წარმატებით გაართმევს თავს პარლამენტის სპიკერის თანამდებობას”, – აცხადებს იონათამიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები