ე.წ. რიონის მცველებს სოლიდარობას სხვადასხვა ქალაქში უცხადებენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ რიონისხეობაში მიმდინარე აქციას სოლიდარობას მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში უცხადებენ.

ფოთში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეებმა რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი გმობენ ნამოხვანშიმიმდინარე პროცესებს, ხელისუფლებას კი ხალხთან დიალოგისა და კომპრომისისკენ მოუწოდებენ.

ასევე ამბობენ, რომ მანამ, სანამ ნამოხვანში არსებული პროცესები ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება, ყოველ დღე, შეიკრიბებიან ქალაქის ცენტრში და ასე შეეცდებიან პროტესტის გამოხატვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები