ვიოლა ფონ კრამონი: სალომე სამადაშვილს ეყო გამვედაობა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ შეთანხმების მიღწევას ეხმიანება.
ევროპარლამენტარი ყურადღებას ამახვილებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პარტიის პოზიცია არ გაითვალისწინა და შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.
„მიველსალმები საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომელსაც ეყო გამბედაობა, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, მისი აწ უკვე ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე. ის ნამდვილი გმირია. სალომე სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტრუქციულ გზაზე დაბრუნება“, – წერს ტვიტერზე ვიოლა ფონ კრამონი.
On behalf of many others @MarinaKaljurand @SvenMikser &myself support the agreement signed in Georgia, but on top I want to express my respect towards @SalomeSamadashv that she had the courage to sign even w/out the support of her (ex-)party #TrueHero https://t.co/n9TC2tJ8Mw
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) April 24, 2021